ორთოდონტია
სერვისები
ორთოდონტია სტომატოლოგიის ნაწილია, რომელიც შეისწავლის ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების და დეფორმაციების ეტიოლოგიას, პროფილაქტიკასა და მკურნალობას.

ჩვენ გთავაზობთ:
მოსახსნელი ფიფრფიტოვანი აპარატი
ბრეკეტები ( მეტალის, საფირის, კერამიკული )
თვითლიგირებადი
ექსპანდერი
რა ასაკიდან ხდება ორთოდონტიული მკურნალობა?
სასურველია დაიწყოს ადრეული ასაკიდან, ვინაიდან პათოლოგიის აღმოჩენა და მკურნალობა გაცილებით მარტივი და სწრაფია.
რა არის ფირფიტოვანი აპარატი და როდის გამოიყენება?
ფირფიტოვანი აპარატი არის ორთოდონტიული კონსტრუქცია, რომელიც გულისხმობს ბავშვთა ადრეულ ასაკში დაწყებულ ორთოდონტიულ მკურნალობას, თანკბილვის კორექციას.
გამოიყენება 5-10 წლის ბავშვებში.
მეტალის ბრეკეტები
ეს არის მაღალი ხარისხის და გამძლე ბრეკეტები, რომელიც დამზადებულია უჟანგავი მეტალისაგან. კბილების გასწორებისთვის, მარტივი და კომფორტული საშუალებაა. ბრეკეტებზე დამაგრებული რეზინის რგოლები( ლიგატურები) იცვლება ყოველი ვიზიტისას. რეზინის რგოლების ფერის მრავალფეროვანი არჩევანია, რაც შესაძლებლობას იძლევა აირჩიოთ, თქვენთვის სასურველი ფერი.
კერამიკული ბრეკეტები
კერამიკული ბრეკეტები გამოირჩევა თავის სიმყარით და სიმტკიცით. ბრეკეტი დამზადებულია კერამიკისაგან, რაც მას შეუმჩნეველს ხდის კბილის მინანქარზე. მეტალის ბრეკეტთან შედარებით უფრო ესთეტიურია.
საფირის ბრეკეტი
საფირის ბრეკეტი მზადდება სპეციალურად დამუშავებული, სინთეთიკური საფირისაგან.
საფირის ბრეკეტები გამჭირვალეა, ესთეტიური და ჰიპოალერგიული. ასევე ნაკლებად იცვლის ფერს ფერადი საკვების/სასმელის (ყავა, ჩაი, ღვინო, სიგარეტი) მიღების
თვითლიგირებადი ბრეკეტი
თვითლიგირებადი ბრეკეტი გამოირჩევა ინოვაციური ტექნოლოგიით, მას არ გააჩნია ლიგატურა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მსუბუქი ძალის გამოყენებით სწრაფად გადავაადგილოთ კბილები.
არ საჭიროებს ყოველთვიურ ვიზიტს ექიმთან;
მკურნალობის ხანგრძლივობა მცირდება25-50% ით.
მკურნალობის პროცესში დისკომფორტის და ტკივილის შემცირება.
ლიგატურების არ არსებობა ამარტივებს ჰიგიენას.