ორთოპედია
სერვისები
- ორთოპედია
ორთოპედიული სტომატოლოგია ემსახურება ყბა-კბილთა სისტემის მთლიანობის დარღვევის დიაგნოსტიკას და მკურნალობას.
ორთოპედიული მკურნალობის შედეგად ხდება არა მარტო ესთეტიკური, არამედ ღეჭვითი ფუნქციის დარღვევის აღდგენა.

ჩვენ გთავაზობთ:
მეტალო- კერამიკის გვირგვინი
ცირკონის გვირგვინი
ორთოპედიული ვინირი
ფირფიტოვანი პროთეზი
ბიგელისებური პროთეზი
ვალპლასტის სისტემის( valplast, USA) ნეილონის პროთეზი
იმპლანტებზე მოუხსნელი პროთეზი
იმპლანტებზე მოსახსნელი პროთეზი
რა კონსტრუქციას იყენებს კლინიკა ორთოპედიული მკურნალობის დროს?
ჩვენი კლინიკა იყენებს როგორც მოსახსნელ, ასევე მოუხსნელ კონსტრუქციებს.
მოსახსნელი კონსტრუქციებია: მთლიანი და ნაწილობრივი აკრილის ფირფიტოვანი პროთეზები, ბიგელისებური პროთეზები, ვალპლასტის (ელასტიური) პროთეზები.
მოუხსნელი კონსტრუქციებია: ხიდები, ცალკეული გვირგვინები, ვინირები.
რა არის ხიდები და რისგან მზადდება?
ხიდი ხელოვნური კბილების მოუხსნელი კონსტრუქციაა, რომელიც მზადდება ორ ან მეტ საყრდენ კბილზე. ხიდების დასამზადებლად გამოიყენება სხვადასხვა მასალა ესენია: მეტალო-კერამიკა, ცირკონო-კერამიკა.
როდის გამოიყენება და რისგან მზადდება გვირგვინები?
როდესაც კბილის გვირგვინი ძლიერ დაშლილია და არ ექვემდებარება ბჟენის საშუალებით რესტავრაციას, ან როდესაც ბჟენი დიდი ზომისაა და დარჩენილი კბილის კედლის გადატეხვის საშიშროებაა, მაშინ მიზანშეწონილია მისი დაფარვა ხელოვნური გვირგვინით.
ხელოვნური გვირგვინი მზადდება:
მეტალო-კერამიკა, ცირკონი-კერამიკა, მეტალო- პლასტმასი, პლასტმასი, უჟანგავი ფოლადი, ოქრო
აკრილის (პლასტმასის) პროთეზი:
აკრილის მასალისგან დამზადებული პროთეზი ყველაზე მყარი და გამძლეა და ასევე ყველაზე ბიუჯეტური. თუმცა აქვს მინუსები: შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, ღებინების შეგრძნება და დიქციის დროებითი დარღვევა,საპროთეზო ველის ფარგლებში, მტკივნეული კერის არსებობა.
ვალპლასტის ელასტიური პროტეზი
ვალპლასტის სისტემის(Valplast, USA) ელასტიური ნეილონის პროთეზის უპირატესობა: დანაკლისი კბილების აღსადგენად არ საჭიროებს გვერდზე მდგომი კბილების დაქლიბვას და დამუშავებას, ჰიპოალერგიული, ძლიერი ფიქსაციის უზრუნველყოფა, ძნელად ტყდება, შედარებით მსუბუქი,
ადვილად მოსავლელი
ბიგელისებური პროთეზი
ბიგელისებური პროთეზი შედგება მეტალის რკალისებური ბაზისისაგან და თვით პროთეზის ნაწილისაგან. გამოიყენება ცალმხრივი ან ორმხრივი დეფექტების დროს, როდესაც შეუძლებელია ხიდის დამზადება.
უპირატესობა: არ აქვს სასა, ზომის სიმცირე, ესთეტიკური შედარებით მსუბუქი
ადვილად შესაგუებელი ღეჭვითი ძალის თანაბარი გადანაწილება.
როგორ მოვუაროთ პროთეზს?
აუცილებელია ყოველდღიურად ყოველი ჭამის შემდეგ ჯაგრისით რეცხვა, დამუშავება სპეციალური ხსნარებით დღეში ერთხელ განსაკუთრებით ძილის წინ.
ორთოპედია იმპლანტებზე
დენტალური იმპლანტაცია წარმოადგენს კბილების ნაწილობრივი ან სრული არარსებობის შემთხვევაში, ღეჭვითი და ესთეტიკური ფუნქციის აღდგენის საუკეთესო ალტერნატივას.
იმპლანტების(ხელოვნური ფესვის) ჩანერგვის შემდეგ, მასზე ფიქსირდება გვირგვინი, ხიდი ან მოსახსნელი პროთეზი.
ნუნუ მატუას სტომატოლოგიურ კლინიკაში წარმატებით ხორციელდება იმპლანტაციის შემდგომი ორთოპედია.