თერაპია

თერაპია

 თერაპია- მოიცავს კბილების დაბჟენა-რესტავრირებას, კბილების ენდოდონტურ მკურნალობას, კბილების პროფესიონალურ წმენდას, ფისურების ჰერმეტიზაციას. კბილების გათეთრება კაპებით.

ჩვენ გთავაზობთ:

კარიესის მკურნალობა

არხების მკურნალობა

მხატვრული რესტავრაცია

კბილების პროფესიული წმენდა( გაწმენდა ქვებისგან და გაპრიალება)

კბილების გათეთრება კაპებით

რა არის კარიესი?
კარიესის დროს მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერელიზაცია და დარბილება, რის შედეგადაც წარმოიქმნება კარიესული ღრუ. მიზეზი კარიესის გაჩენის შეიძლება იყოს არასრულფასოვანი ჰიგიენა, არსწორი კვება და სხვა.

როგორ ხდება კარიესის მკურნალობა?
კარიესის მკურნალობისას კბილი გამოიყოფა პირის ღრუდან, როგორც საოპერაციო ველი და მისი რესტავრირება ხდება მშრალ და სუფთა გარემოში. ამ დროს მუშავდება კარიესული ღრუ და ივსება საჭირო საბჟენი მასალით.
მკურნალობის შედეგად ჩერდება კარიესის პროგრესირება, არსებული დეფექტი მთლიანად აღდგება და კბილს უბრუნდება პირვანდელი ფორმა და ფუნქცია.

საჭიროებს თუ არა პროცედურა ანესთზიას?
საშუალო და ღრმა კარიესი საჭიროებს ადგილობრივ ინექციურ ანესთეზიას.

არის თუ არა პროცედურა უსაფრთხო?
ჩვენს კლინიკაში უმაღლეს დონეზეა დაცული პაციენტის უსაფრთხოების ნორმები.
მანიპულაციები ტარდება ერთჯერადი ინსტრუმენტებით, ხოლო მრავალჯერადი გამოყენების ინსტრუმენტები გადიან სტერილიზაციის ყველა ეტაპს, ბოლო თაობის სასტერილიზაციო აპარატურით.

კარიესის დროს შესაძლო ჩივილები:
მომატებული მგრძნობელობა ცივი და ცხელი საკვების მიღებისას;
კბილის ტკივილი ღეჭვის დროს;
კბილის ქსოვილის დაშლა;
კბილის ფერის შეცვლა

რას ნიშნავს ფესვის არხების ენდოდონტიური მკურნალობა?
ფესვის არხების ენდოდონტიური მკურნალობა გულისხმობს კბილს შიგნით ჩატარებულ მკურნალობას, კბილის გვირგვინიდან მისი ფესვის მწვერვალამდე.
ამ დროს ხდება კბილის არხების გაწმენდა პათოგენური მიკროფლორისგან, მექანიკური და ქიმიური დამუშავება და ჰერმეტული დაბჟენა.

რა იწვევს არხების დაზიანებას?
არხების დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს:
ღრმა კარიესმა,
პულპის(ნერვის) ანთებამ,
ტრავმამ(კბილის მოტეხილობა,ბზარი)
ან კბილის გარშემო ქსოვილების ანთებითმა პროცესმა(პაროდონტიტი)

როგორ მივხვდე, რომ მესაჭიროება არხების მკურნალობა?
თუ თქვენ გაქვთ შემდეგი ჩივილები:
კბილის პერიოდული უმიზეზო ტკივილი დღის და ღამის განმავლობაში, გახანგრძლივებული მგრძნობელობა ცივ და ცხელ გამაღიზიანებზე,
ტკივილი კბილის კბილზე შეხებისას ან ღეჭვის დროს, კბილის გვირგვინის ფერის ცვლილება, კბილის მიმდებარე ღრძილის, ლიმფური კვანძების ზომაში გადიდება, მტკივნეულობა, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სტომატოლოგს.

კბილების პროფესიული წმენდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკაში.
პროცედურა გულისხმობს, კბილის ქსოვილის რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადების(ქვების) მოშორებას, სპეციალური აპარატურის გამოყენებით.

რატომ არის სასუფეველი ქვების და ნადების მოშორება?
წმენდის შედეგად კბილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი, ქრება პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი, მცირდება ღრძილებიდან სისხლდენა და ასევე კარიესის საუკეთესო პროფილაქტიკაა.

როგორ ხდება პროფესიული წმენდა (ეტაპები)?
პროცედურა შედგება 3 ეტაპისგან
ულტრაბგერის (Scaler) აპარატით შორდება მყარი ნადები (ქვები).
მეორე ეტაპზე Air-flow-
სისტემის მეშვეობით ძნელად მისადგომ ადგილებში წნევით მიწოდებული სპეციალური ფხვნილით კბილები იწმინდება პიგმენტირებული ნადებისაგან.
მესამე ეტაპზე ხდება კბილების ზედაპირის პოლირება სპეციალური ჯაგრისებითა
და აბრაზიული პასტებით.
რამდენად ზიანდება კბილის ემალი?
აღნიშნული აპარატებით კბილის ქსოვილის წმენდა ხდება კბილის მინანქრის დაზიანების გარეშე.
რამდენ ხანში ერთხელ არის სასურველი ჩავიტარო პროფესიული წმენდა?
პროცედურის ჩატარება რეკომენდირდბულია 4-6 თვეში ერთხელ, რათა შევინარჩუნოთ ჯანსაღი კბილები.
რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა?
პროცედურის ხანგრძლივობა 40-45 წუთს შესდგენს.

რა არის ფისურების ჰერმეტიზაცია?
ფისურები- ეს არის ბუნებრივი ღარები საღეჭი კბილების ზედაპირზე.
ხშირად, ფისურების სიღრმის გამო ჯაგრისით კბილების გასუფათავება რთულია. სწორედ ამიტომ ფისურები ხდება მიკრობების საცხოვრებელი ადგილი და ვითარდება კარიესი. სწორედ აღნიშნული ფისურების ამოვსება ხდება სპეციალური თხევადი ბჟენით, რაც ახდენს კარიესის პრევენციას.

როდის და როგორ კეთდება ფისურების ჰერმეტიზაცია?
ფისურების ჰერმეტიზაცია კეთდება, მუდმივი საღეჭი კბილების ამოსვლისთანავე (6-12 წლის ასაკში)
პროცედურა კეთდება სპეციალური თხევადი ბჟენი-სილანტებით, რომელიც შეიცავს ფტორს და კალციუმს. ჰერმეტიზაციის შემდეგ კბილები დაცულია ბაქტერიებისგან.
პროცედურა უმტკივნეულოა.
კარიესის გაჩენის რისკი 70%-მდე მცირდება.

კომპიზიციური მასალით წინა კბილების დეფექტის გამოსწორება.

მხატვრული რესტავრაცია კეთდება მაშინ, როდესაც აღინიშნება წინა კბილებზე დეფექტები. დეფექტები შეიძლება იყოს: კბილის არასასურველი ფორმა და ფერი;
კბილზე გაჩენილი ბზარები; დიასთემა; ფერშეცვლილი ბჟენი.

კაპებით გათეთრება გულისხმობს: ანაბეჭდის აღება და ინდივიდუალური კაპების დამზადება. კაპებში ასხამთ სპეციალურ მათეთრებელ გელს და იკეთებთ გარკვეული დროის განმავლობაში.

2 კვირის შემდეგ კბილები თეთრდება 4-8 ტონამდე.

დაახლოებით 1,5-2 წლის განმავლობაში

კაპები შეგიძლიათ ატაროთ სახლში, სამსახურში, ავტომიბილის მართვისას, ძილის დროს, ასევე უფრო ბიუჯეტურია.

გაითვალისწინეთ, გათეთრებას არ ექვემდებარება ბჟენები, ხელოვნური კონსტრუქციები(გვირგვინები, ხიდები).
ასევე გათეთრების წინ აუცილებელია პირის ღრუს სანაცია და პროფესიული წმენდა.