პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც შეისწავლის ღრძილების სხვადასხვა დაავადებებს და ითვალისწინებს მის თერაპიულ და ქირურგიულ მკურნალობას.
გინგივიტი
პაროდონტიტი
ღრძილის რეცესია
შინირება
ღრძილების მკურნალობა ვექტორის აპარატით
გინგივიტი ხასიათდება კბილთაშორისი დვრილებისა და მარგინალური(კიდოვანი) მინაკვეთის ანთებით. გინგივიტის დროს ანთებითი პროცესი ვრცელდება მხოლოდ კბილის რბილ ქსოვილებზე. ამ დროს აუცილებელია, პაციენტმა ჩაიტაროს სათანადო მკურნალობა, რათა დაავადება არ გადავიდეს უფრო მძიმე ფორმაში, როგორიცაა პაროდონტიტი.
პირის ღრუს არასრულფასოვანი ჰიგიენა, კბილთა მჭიდრო დგომა, ბჟენისა და ხელოვნური გვირგვინის დეფექტები, ღრძილების ტრავმა, ინფექციური დაავადებები,მავნე ჩვევები.
ხშირ შემთხვევაში მკურნალობა გულისხმობს პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენის ჩატარებას, (რაც გულისხმობს კბილის ღრძილზედა და ღრძილქვეშა რბილი და მაგარი ნადების მოშორებას) და გამომწვევი მიზეზის მოშორებას.
პაროდონტიტი კბილის ირგვლივ არსებული ქსოვილების ქრინიკული ანთებითი დაავადებაა, რომლის დაგვიანებულმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს კბილის დაკარგვა.
კბილების ზედაპირზე და ღრძილების მიდამოებში ნადების დაგროვების შედეგად, სწრაფად მრავლდებიან პათოგენური ბაქტერიები, რის შედეგადაც ვითარდება გინგივიტი ანუ ღრძილების ანთება. თუ პაციენტმა არ ჩაიტარა სათანადო მკურნალობა, პროცესი რთულდება და ვითარდება პაროდონტიტი. ამ დროს იწყება უფრო ღრმა რღვევითი პროცესები, რომელიც გარდა რბილი ქსოვილებისა აზიანებს ძვალსაც.
ღრძილების ჰიპერემია(შეშუპება),
ღრძილებიდან სისხლდენა,
ღრძილის რეცესია(განლევა),
პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი,
პათოლოგიური ჯიბეების არსებობა,
კბილების მორყევა,
კბილების გადანაცვლება.
არსებობს ორი მეთოდი, ეს არის კონსერვატული მეთოდით მკურნალობა რაც გულისხმობს კბილების ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადების მოშორება. ასევე მაპროვოცირებელი ფაქტორის( დეფექტების)მოშორება, როგორიცაა ბჟენები და ხელოვნური გვირგვინები და ასევე ჩვენების მიხედვით ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა. მეორე ეს არის ქირურგიული მკურნალობა.
იმისათვის, რომ თავი დავიცვათ პაროდონტიტის განვითარებისგან საჭიროა პირის ღრუს კარგი (სწორი)ჰიგიენა. კბილთაშორისი ჯაგრისების გამოყენება და აუცილებლად 4-6 თვეში ვიზიტი სტომატოლოგთან რათა მოხდეს კბილების პროფესიული წმენდა და პირის ღრუს კონტროლი.
ნუნუ მატუას სტომატოლოგიური კლინიკის გუნდი დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ ჯანმრთელი ღრძილები.
ღრძილის რეცესია პროცესია, როცა ღრძილი თანდათან იწევს ზევმოთ(ხდება განლევა) და აღარ ფარავს ფესვს. შესაბამისად კბილი უფრო გრძელი ჩანს. ამ დროს პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა ძირითადათ ცივზე.
მკურნალობა:- დამოკიდებულია რეცესიის ხარისხსზე. მიკრო ქირურგიული ჩარევით შესაძლებელია ღრძილის ქსოვილების მობილიზება და კბილის ფესვის დაფარვა.
კბილის შინირება ეწოდება ერთმანეთის მეზობლად მდებარე კბილების ერთ მთლიან ბლოკად გაერთიანება. ამ დროს ხდება მორყეული კბილების შეერთება ნაკლებად რყევად ან სრულად ჯანმრთელ კბილებთან, რათა საღეჭი ძალა თანაბრად გადანაწილდეს.
ძირითადათ შინირება კეთდება ზედა და ქვედა ყბის წინა კბილებზე.
ამ მეთოდის გამოყენება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ კბილების მორყევა და მისი დაკარგვის საშიშროება მცირე ზეწოლის დროსაც კი.
შინირებისას გამოიყენება სპეციალური ლითონის მავთული, მინაბოჭკოვანი ძაფები ან ლენტი.
შინირების პროცედურა გრძელდება 15-დან 30 წუთამდე.
შინირება ნაკლებად ინვაზიური პროცედურაა, შესაბამისად პაციენტი ვერ გრძნობს დისკომფორტს.
შინირების შემდეგ აუცილებელია 4-6 თვეში ერთხელ ჩაიტაროთ კბილების პროფესიული წმენდა, ვინაიდან არასწორი პირის ღრუს მოვლის შედეგად, შეიძლება გამწვავდეს სხვადასხვა ანთებითი დაავადებები და გაუარესთეს პირის ღრუს მდგომარეობა.
თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. N54
ორშაბათი - პარასკევი / 10:00 - 20:00
შაბათი / 10:00 - 19:00
All Right Recerved © 2022 Created By INFINITY