ქირურგია

ქირურგია

ქირურგიული სტომატოლოგია მიზნად ისახავს პირის ღრუში განვითარებული პათოლოგიური პროცესების ქირურგიული გზით მკურნალობას.  

ნუნუ მატუას სტომატოლოგიურ კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ყველა სახის ქირურგიული ოპერაცია, რომელიც არ მოითხოვს პაციენტის სტაციონარიზაციას.(ზოგადი ნარკოზით მანიპულაციას)

ჩვენ გთავაზობთ:

კბილის ექსტრაქცია (ამოღება)

ფესვის მწერვალის რეზექცია (აპიკოექტომია)

მცირე ზომის კისტების ამოკვეთა(ცისტექტომია)

ძვლოვანი ქსოვილის აღდგენა(აუგმენტაცია და სინუსლიფტინგი)

ტუჩის და ენის ლაგამის პლასტიკა

ღრძილის რეცესიის ქირურგიული მკურნალობა.

კბილის ექსტრაქცია ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც საჭიროებს დიდ სიზუსტეს და სიფრთხილეს.როგორც ყველა სხვა ოპერაცია, მასაც აქვს პოსტოპერაციული პერიოდი.
თუკი ექსტრაქციის შემდეგ საჭირო გახდა ნაკერის დადება, პროცესი შეიძლება განვითარდეს 2 მიმართულებით: პირველი-ექიმმა გამოიყენოს თვითგაწოვადი ძაფი და მათი მოხსნა არ არის საჭირო, ან მეორე-თუ ძაფი არ იწოვება, მაშინ მათი მოხსნა ხდება 5-7 დღის შემდეგ.

არსებობს მარავალი მიზეზი ესენია:
კბილის მექანიკური დაზიანება( ფესვის მოტეხილობა)
ჩამოშლილი კბილის შენარჩუნების შეუძლებლობა
პაროდონტიტის დროს, კბილების მორყევის მესამე- მეოთხე ხარისხი
სიბრძნის ან სხვა კბილის ატიპური მდებარეობა
ზეკომპლექსური და რეტენირებული კბილები
ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროება

  • კბილის ექსტრაქციის შემდგომი რჩევები
    არ მოწიოთ თამბაქო კბილის ამოღება დან მინიმუმ 12 საათი
    რამოდენიმე დღე მოერიდეთ ცხელ, ცხარე და მაგარ საკვებს.
    არ სცადოთ ჭრილობის გამოწმენდა ან მალამოს გამოყენება.
    თავი შეიკავეთ ფიზიკური ვარჯიშისგან, აუზზე, საუნაში წასვლისაგან.

აპიექტომია(ფესვის მწვერვალის რეზექცია) კეთდება მაშინ, როდესაც ენდოდონტიური მკურნალობა საკმარისი არ არის, და საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.
ფესვის მწვერვალის რეზექცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით ქვეშ. ღრძილზე კეთდება მცირე ზომის განაკვეთი, საიდანაც ხდება ფესვის მწვერვალის მოკვეთა და ინფიცირებული ქსოვილების მოშორება.

ცისტექტომიის დროს სრულად იკვეთება კისტა და მისი კაპსულა.
კისტა ინფექციის ან ტრავმის შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს და პაციენტისთვის ის შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი ოყოს.

პაციენტებს, რომლებსაც დიდი ხანია დაკარგეს კბილები, მათ უმეტესობას აღენიშნება ძვლოვანი ქსოვილის განლევა. იმისათვის რომ, იმპლანტაცია იყოს წარმატებული, საჭიროა ხელოვნური ძვლის დამატება. ასევე ზედა ყბაზე ხშირად ვლინდება ჰაიმორის ფსკერის დაბალი მდებარეობა, რომლის დროსაც საჭიროა ხელოვნური ძვლის შეტანა წიაღში(სინუსლიფტინგი). სინუსლიფტინგის დროს ხდება ჰაიმორის ფსკერის აწევა ხელოვნური ძვლის საშუალებით, რა დროსაც ხდება ძვლის მოცულობის შექმნა იმლანტაციისთვის.

ტუჩის და ენის ლაგამის მდებარეობა, სიგრძე და ელასტიურობა ინდივიდუალურია. ამიტომ ზოგს ლაგამი მოკლე აქვს, ზოგს კი გრძელი. აღნიშნული დეფექტები შეიძლება აისახოს ბავშვის პირის ღრუს განვითარებაზე და საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას. ქირურგიული ჩარევა ხდება ადგილობრივი ანესთეზიით ერთ ვიზიტში.

ღრმა რეცესიის დროს ღრძილის კიდის ფიზიოლოგიური გადანაცვლება ხდება, რის შედეგადაც კბილის ფესვი შიშვლდება.
მკურნალობა ხდება ქირურგიული მეთოდით. ამ დროს ხდება ღრძილის გადანერგვა დეფექტის მიდამოში.