ორთოდონტია

ორთოდონტია

ორთოდონტია სტომატოლოგიის ნაწილია, რომელიც შეისწავლის ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების და დეფორმაციების ეტიოლოგიას, პროფილაქტიკასა და მკურნალობას.

ჩვენ გთავაზობთ:

მოსახსნელი ფიფრფიტოვანი აპარატი

ბრეკეტები ( მეტალის, საფირის, კერამიკული )

თვითლიგირებადი

ექსპანდერი

სასურველია დაიწყოს ადრეული ასაკიდან, ვინაიდან პათოლოგიის აღმოჩენა და მკურნალობა გაცილებით მარტივი და სწრაფია.

ფირფიტოვანი აპარატი არის ორთოდონტიული კონსტრუქცია, რომელიც გულისხმობს ბავშვთა ადრეულ ასაკში დაწყებულ ორთოდონტიულ მკურნალობას, თანკბილვის კორექციას.
გამოიყენება 5-10 წლის ბავშვებში.

ეს არის მაღალი ხარისხის და გამძლე ბრეკეტები, რომელიც დამზადებულია უჟანგავი მეტალისაგან. კბილების გასწორებისთვის, მარტივი და კომფორტული საშუალებაა. ბრეკეტებზე დამაგრებული რეზინის რგოლები( ლიგატურები) იცვლება ყოველი ვიზიტისას. რეზინის რგოლების ფერის მრავალფეროვანი არჩევანია, რაც შესაძლებლობას იძლევა აირჩიოთ, თქვენთვის სასურველი ფერი.

კერამიკული ბრეკეტები გამოირჩევა თავის სიმყარით და სიმტკიცით. ბრეკეტი დამზადებულია კერამიკისაგან, რაც მას შეუმჩნეველს ხდის კბილის მინანქარზე. მეტალის ბრეკეტთან შედარებით უფრო ესთეტიურია.

საფირის ბრეკეტი მზადდება სპეციალურად დამუშავებული, სინთეთიკური საფირისაგან.
საფირის ბრეკეტები გამჭირვალეა, ესთეტიური და ჰიპოალერგიული. ასევე ნაკლებად იცვლის ფერს ფერადი საკვების/სასმელის (ყავა, ჩაი, ღვინო, სიგარეტი) მიღების შემთხვევაში.

თვითლიგირებადი ბრეკეტი გამოირჩევა ინოვაციური ტექნოლოგიით, მას არ გააჩნია ლიგატურა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მსუბუქი ძალის გამოყენებით სწრაფად გადავაადგილოთ კბილები.
არ საჭიროებს ყოველთვიურ ვიზიტს ექიმთან;
მკურნალობის ხანგრძლივობა მცირდება25-50% ით.
მკურნალობის პროცესში დისკომფორტის და ტკივილის შემცირება.
ლიგატურების არ არსებობა ამარტივებს ჰიგიენას.

ეს არის ფიქსირებილი მოუხსნელი აპარატი, რომელიც ძირითადათ გამოიყენება ზედა ყბის გასაფართოებლად თანკბილვის კორექციისთვის. აპარატი ვიზუალურად შეუმჩნეველია რადგან ფიქსირდება პირის ღრუში სასის მხრიდან. იგი გამოიყენება 6-7 წლის ასაკიდან.